Aa
Aa

Abola: რონალდუს "მანჩესტერში" დაბრუნება სურს!

პორტუგალიური გამოცემა Abola-ს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს სურვილი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებაა.

როგორც ირკვევა, კრიშტიანუმ თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს განუცხადა, რომ პირველ რიგში მოლაპარაკებები "იუნაიტედთან" დაიწყოს.

მას შემდეგ, რაც დაიწერა, რომ პორტუგალიელმა "რეალიდან" წასვლა გადაწყვიტა, მისდამი ინტერესი "პსჟ"-მ, "სიტიმ", "მილანმა" და სწორედ "მანჩესტერმა" გამოხატა. 

ამ ყველაფერზე ესპანური AS წერს, რომ რონალდუს გადაწყვეტილებაში დიდი როლი ჟოზე მოურინიოსაც აქვს, რომელთან მუშაობაც კრიშტიანუს ყოველთვის უნდოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები