ვერატის ულტიმატუმი - იტალიელი პარიზში ჩასვლას არ აპირებს
Aa
Aa

ვერატის ულტიმატუმი - იტალიელი პარიზში ჩასვლას არ აპირებს

იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მარკო ვერატიმ "პსჟ"-ს ულტიმატუმი წაუყენა. ფეხბურთელი პარიზში დაბრუნებას არ აპირებს. მას არ აინტერესებს კლუბის პრეზიდენტის ალ ხელაიფის პოზიცია.

როგორც ჩანს, იბიცაზე მესისთან შეხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდა. იმავე იბიცაზე, ვერატის აგენტი "ბარსელონას" წარმომადგენლებს შეხვდა.

იტალიელ ფეხბურთელს, შვებულების დასრულების შემდეგ, პირდაპირ ბარსელონაში სურს ჩაფრენა. ის, არ აპირებს, რომ 4 ივლისს პარიზში ჩავიდეს და წინასასეზონო მზადება ფრანგულ გუნდთან ერთად დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები