Aa
Aa

"სიტი" დანი ალვეშს შეუთანხმდა

Goal-ის ცნობით, მანჩესტერ "სიტი", დანი ალვეშს შეუთანხმდა და ახალი სეზონიდან, ვეტერანი ბრაზილიელი განაპირა მცველი, კარიერას "ქალაქელებში" გააგრძელებს.

გვარდიოლას მთავარი სამიზნეები მარჯვენა მცველის პოზიციაზე, "მონაკოელი" ბენჟამინ მენდი და "ტოტენჰემელი" კაილ უოკერი იყო, თუმცა მოლაპრაკებები წარმატებით ვერ დასრულდა.

ალვეში და გვარდიოლა, ერთმანეთს ჩინებულად იცნობენ. ბოლო სეზონში ბრაზილიელმა დაამტკიცა, რომ ასაკის მიუხედავად ფორმას მაინც ინარჩუნებს.

ჯერჯერობით, ხელშეკრულების დეტალები არ გახმაურებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები