Aa
Aa

"ლივერპულს" სამი მოთამაშის სანაცვლოდ, 60 მილიონის მიღება სურს

 "ლივერპული" ზაფხულში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. თავდაპირველად, იურგენ კლოპი შემადგენლობის გაცხრილვას აპირებს.

 როგორც The Times-ი წერს, "ენფილდზე" თამაშის ყველაზე ნაკლები შანსი ალბერტო მორენოს, მამადუ სახოსა და ლაზარ მარკოვიჩს ექნებათ. ხსენებულ მოთამაშეთა სანაცვლოდ, "მერსისაიდელებს" 60 მილიონი ფუნტის მიღება სურთ.

 წინა სეზონში მარკოვიჩი, არენდის წესით "ჰალ სიტიში" იმყოფებოდა, ხოლო მამადუ სახო, იანვრიდან მოყოლებული "კრისტალ პალასის" ღირსებას იცავდა.

 ამ სამეულიდან, მორენო იყო ის, ვინც 2016/2017 წლების სეზონი "ენფილდზე" გაატარა. თუმცა, მონაწილეობა მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები