პასუხი
Aa
Aa

პასუხი "მანჩესტერ იუნაიტედსა და "ლივერპულს" - "ლესტერმა" ფასი დაასახელა

წლევანდელი სატრანსფერო ფანჯრის დროს, დიდია იმის შანსი, რომ კასპერ შმეიხელმა "ლესტერი" დატოვოს.

როგორც ბრიტანული The Sun-ი იუწყება, "მელიებმა" თავიანთ გოლკიპერს ფასი უკვე დაადეს. თუ, ვინმე მის შეძენას მოისურვებს, ამას 50 მილიონ ფუნტზე ნაკლებად ვერ მოახერხებენ.

დანიელი გოლკიპერის თავიანთ რიგებში ხილვის ყველაზე დიდი სურვილი, "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" აქვთ.

როგორც ხედავთ, ფასი საკმაოდ დიდია. ვნახოთ, უღირთ თუ არა "წითელ ეშმაკებს", ან "მერსისაიდელებს" შმეიხელში ამხელა თანხის გადახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები