პირლო იტალიის თასის ფინალში საკუთარი გუნდის დახმარებას შეძლებს
Aa
Aa

პირლო იტალიის თასის ფინალში საკუთარი გუნდის დახმარებას შეძლებს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ „ლაციოს“ წინააღმდეგ მატჩს, ანდრეა პირლო პირველივე წუთებიდან დაიწყებს.

„ჩემპიონთა ლიგის“ ფინალამდე ჩვენ 3 მატჩის ჩატარება მოგვიწევს. ფეხბურთელებმა სათამაშო პრაქტიკა არ უნდა დაკარგონ, რადგან „ბარსელონასთან“ მატჩს ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ. აქედან გამომდინარე, დღეს წამყვანი მოთამაშეების დასვენებას არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ „ლაციოსთან“ მატჩი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალი. შესაძლოა ეს დაპირისპირება 120 წუთი გაგრძელდეს, თუმცა ჩვენ გამარჯვება აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ. რაც შეეხება ანდრეა პირლოს, ის მატჩს პირველივე წუთებიდან დაიწყებს“ - განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის ფინალი დღეს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები