Aa
Aa

"გოლდენ სტეიტმა" გამარჯვება ოკლენდის ქუჩებში აღნიშნა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2016-2017 წლების სეზონის გამარჯვებულმა "გოლდენ სტეიტ ვორიორზმა" წარმატება საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად იზეიმა.

"ვორიორზის" კალათბურთელებმა თასითა და ბეჭდებით ოკლენდის ქუჩები შემოიარეს, სადაც ათასობით გულშემატკივარი იყო შეკრებილი. 

შეგახსენებთ, რომ სუპერფინალის MVP კევინ დურანტი გახდა, ხოლო "გოლდენ სტეიტმა" NBA ისტორიაში მეხუთედ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები