ვერატი მესის იბიცაზე ესტუმრა
Aa
Aa

ვერატი მესის იბიცაზე ესტუმრა

მარკო ვერატი და მისი აგენტი დონატო დი კამპლი იბიცაზე იმყოფებოდნენ, სადაც ისინი ლიონელ მესიმ მიიპატიჟა.

როგორც კატალონიური sport.es წერს, სპეციალურად მოწყობილ ვახშამზე, მესიმ ვერატის „ბარსაში“ გადასვლა შესთავაზა და მხარეებმა ამ საკითხზე საკმაოდ ბევრი ისაუბრეს.

ბუნებრივია, „ბარსას“ ბოსების გარეშე მესი ამ თემას ვერ შეეხებოდა, რაც იმის წინაპირობაა, რომ ისედაც მოწადინებული „ბლაუგრანა“ ამ ტრანსფერზე კიდევ უფრო აქტიურად უახლოეს პერიოდში ამუშავდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ვერატიმ ცოტა ხნის წინ „პსჟ“-ში დარჩენა თითქმის გამორიცხა და სხვაგან გადასვლის სურვილი ღიად გამოხატა.

იბიცაზე მესი ოჯახთან ერთად ისვენებს. იქ ასევე ოჯახებით ცესკ ფაბრეგასი და ლუის სუარესიც არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები