Aa
Aa

"მილანის" ფანებმა დონარუმას სოციალური ქსელები "ააფეთქეს"

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ჯანლუიჯი დონარუმამ "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

ამ ფაქტმა "მილანის" გულშემატკივრების აგრესია გამოიწვია, რადგანაც დონარუმა ყველა შესაძლებლობისას "როსონერის" მიმართ სიყვარულს გამოხატავდა და აღნიშნავდა, რომ ამ გუნდში კარიერის დასრულება მისი ოცნება იყო.

მილანური გრანდის ფანებმა 18 წლის მეკარის სოციალურ ქსელებს შეუტიეს და უშვერი სიტყვების კორიანტელი დაატეხეს. 

ისინი დონარუმას მოღალატეს, მატყუარას, ფულის მონას და ათასგვარ სისაძაგლეს უწოდებენ, რა თქმა უნდა, ყველაზე მასშტაბურად უცენზურო გამონათქვამებია გამოყენებული.

"მილანის" მეკარე ამჟამად 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები