დონარუმამ
Aa
Aa

დონარუმამ "მილანს" გახანგრძლივებაზე უარი უთხრა!

იტალიური "მილანის" 18 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს.

რამდენიმე საათის წინ casa milan-ში სპეციალური პრესკონფერენცია მოეწყო, რომელზეც "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტმა მარკო ფასონემ დაადასტურა, რომ დონარუმასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.

არადა, გუშინ ღამით დაიწერა, რომ "მილანმა" ფეხბურთელთან და მის ოჯახთან კონტრაქტის 2022 წლამდე გაგრძელებაზე მოილაპარაკა, თუმცა დღეს კლუბის ხელმძღვანელობა დონარუმას აგენტ მინო რაიოლას შეხვდა და ყველაფერს ნათელი ამის შემდეგ მოეფინა.

თინეიჯერ კარის დარაჯს არაერთი მსურველი ჰყავს, რომელთა შორისაც ყველაზე აქტიური მადრიდის "რეალი" და "პსჟ" არიან.

დონარუმას, რომელმაც სერია ა-ს გასულ სეზონში 38-ვე მატჩი სრულად ითამაშა, "შავ-წითლებთან" კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.

ასე რომ, "როსონერის" ორი ვარიანტი აქვს - ტრანსფერზე წელსვე იფიქროს და გარკვეული თანხაც აიღოს, რაც აშკარად ხელსაყრელი იქნება, ან თავისი ლიდერი კიდევ ერთი წლით შეინარჩუნოს და შემდეგ უფასოდ გაუშვას. ლოგიკურად საქმე პირველზე უნდა მიდგეს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები