ახალი შეთავაზება
Aa
Aa

ახალი შეთავაზება "ტორინოს"

„მილანმა“ ანდრეა ბელოტისთვის ახალი წინადადება გაამზადა. „შავ-წითლები“ „ტორინოს“ 1 წლიან იჯარაში 20 მილიონ ევროს უხდიან, რომლითაც გამოსყიდვის აუცილებლობაც ექნებათ და ერთი წლის შემდეგ 60 მილიონ ევროს გადაურიცხავენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მილანელებმა „გრანატას“ 45 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ტურინელებმა 60 მილიონი ევრო მოითხოვეს.

ვთქვათ ისიც, რომ არაიტალიური კლუბებისთვის ბელოტის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.

ანდრეა ბელოტი ბავშვობიდან „მილანის“ ტიფოზია და მისი საყვარელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები