ტორესმა
Aa
Aa

ტორესმა "ატლეტიკოს" ერთგულება კიდევ ერთხელ გამოუცხადა!

მადრიდის „ატლეტიკოს“ ლეგენდამ, ფერნანდო ტორესმა, კლუბის დატოვებაზე უარი კიდევ ერთხელ განაცხადა.

მას მექსიკურმა „კერეტარომ“ წელიწადში 12 მილიონი ევრო შესთავაზა. აღვნიშნოთ, რომ ამჟამად ტორესს „ატლეტიკოში“ ხელფასი წლიურად 5 მილიონი ევრო აქვს.

„ელ ნინიოს“ წინადადებები ჩინური „გვიჯოუდან“ და MLS-ის რამდენიმე კლუბიდანაც აქვს, თუმცა მან უკვე თქვა, რომ „როხიბლანკოს“ ასეთ დროს არ დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოს“ სატრანსფერო შეზღუდვა აქვს და იგი ამ ზაფხულს ფეხბურთელს ვერ დაიმატებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები