Aa
Aa

მეივეზერი VS მაკგრეგორი - დიდი ბრძოლა აგვისტოში!

მსოფლიო დიდი ბრძოლის მოლოდინშია! დაუმარცხებელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი და შერეული ორთაბრძოლების სუპერვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი, 26 აგვისტოს ერთმანეთს ლას ვეგასში შეერკინებიან. 

ორთაბრძოლა კრივის წესებით გაიმართება.

მეივეზერმა სპორტული კარიერა 2015 წელს დაასრულა. მის ანგარიშზე 49 გამარჯვება და 0 მარცხია, რითაც როკი მარჩიანოსთან ერთად, მსოფლიოს ყველა დროის რეკორდი ეკუთვნის.

მაკგრეგორი UFC-ს მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონია და შერეულ ორთაბრძოლებში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ათლეტად მიიჩნევა.

ამ ბრძოლის ჩასატარებლად მოლაპარაკებები დაახლოებით 1 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და როგორც ცნობილია, ორივე ათლეტი 100 მილიონ ევროს ითხოვდა.

მეივეზერი მსოფლიო კრივის ისტორიაში საუკეთესო დაცვით მოკრივედ ითვლება, ხოლო მაკგრეგორი ცნობილი თავისი შემტევი სტილით გახდა.

დავამატოთ ისიც, რომ თუკი გამარჯვება მეივეზერს დარჩება, იგი როკი მარჩიანოს გადაასწრებს და მსოფლიოს კრივის ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენი იქნება, რომელსაც მოგება-წაგების გრაფაში 50-0-ზე ეწერება.

ცხელი ამბები