Aa
Aa

"ლიონმა" ლაკაზეტი "პსჟ"-ს შესთავაზა

„ლიონის“ პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა აცხადებს, რომ კლუბი ალექსანდრ ლაკაზეტის გასაშვებად მზადაა და იგი თვით კონკურენტ „პსჟ“-საც შესთავაზა.

„მინდა გითხრათ, რომ შესაბამისი შეთავაზების პირობებში, ლაკაზეტის შეძენის შანსი „პსჟ“-საც იგივე ექნება, რაც სხვა მსურველ კლუბებს.

მე ბიზნესმენი და კლუბის პრეზიდენტი ვარ, ამიტომაც ვცდილობ ტრანსფერით გუნდს რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მოვუტანო“. - განაცხადა ოლამ.

ეს კომენტარიც ნათლად მიანიშნებს, რომ ლაკაზეტი მომავალი სეზონიდა „პარკ ოლიმპიკ ლიონზე“ აღარ ითამაშებს. მას უამრავი მსურველი ჰყავს და „ლიონი“ მათგან უკეთესს აარჩევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები