ვერატის ნაცვლად ბონავენტურა?
Aa
Aa

ვერატის ნაცვლად ბონავენტურა?

ფრანგული „პსჟ“ მარკო ვერატის შეცვლას მისი თანამემამულით აპირებს და „მილანიდან“ ჯაკომო ბონავენტურას გადმოყვანას ეცდება.

L’Equipe-ს ცნობით, ვერატის „პაკ დე პრენსიდან“ აბარგება თითქმის გადაწყვეტილია, ხოლო კლუბს მისი შეცვლის პირველი ვარიანტი სწორედ „როსონერის“ ნახევარმცველია.

შეგახსენებთ, რომ პარალელურად „მილანი“ „პსჟ“-ს გრეგორჟ კრიხოვიაკის ტრანსფერზე ელაპარაკება და საერთოდ არაა გამორიცხული, რომ კლუბებმა ფეხბურთელების გაცვლაზეც იფიქრონ.

27 წლის ბონავენტურა „მილანში“ ბერგამოს „ატალანტადან“ გადავიდა და ბოლო წლებში „როსონერის“ ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა გასულ სეზონში მძიმე ტრავმის გამო, მხოლოდ 19 შეხვედრა ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები