ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს პირველსავე წრეში დაემშვიდობა
Aa
Aa

ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს პირველსავე წრეში დაემშვიდობა

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს პირველსავე წრეში გამოეთიშა.

იგი მასპინძელ პეტერ გოიოვჩიკთან 3 სეტში 6:2 3:6 1:6 დამარცხდა.

მატჩი საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. ქართველმა ორი ბრეიკი და 4 ეისი შეასრულა.

ბასილაშვილი მომავალი კვირიდან ჰალეს ტურნირში ჩაებმება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 55-ე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები