Aa
Aa

"არსენალი" სანჩესს პრემიერ ლიგის კლუბებში არ გაყიდის!

ლონდონის „არსენალმა“ ალექსის სანჩესს გამოუცხადა, რომ მას პრემიერ ლიგის არცერთ კლუბში არ გაყიდის.

ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „მეთოფეები“ ამჯერად „მანჩესტერ სიტის“ წინადადებას დაბლოკავენ.

როგორც იცით, სანჩესის თავისთან გადაყვანის ყველაზე დიდი შანსი მიუნხენის „ბაიერნს“ აქვს და თუ ბრიტანულ პრესას დავუჯერებთ, დღევანდელის შემდეგ, ძნელია ამ ტრანსფერს ხელი რამემ შეუშალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები