Aa
Aa

"იუვე" დუგლას კოშტას ტრანსფერზე ამუშავდა

ტურინის „იუვენტუსს“ მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევის, დუგლას კოშტას შეძენა სურს.

Sky Italia-ს ცნობით, ტურინელები კოშტას აგენტს აქტიურად ეკონტაქტებიან და მასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ.

რაზეც ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან ხელფასია. 26 წლის ბრაზილიელი წლიურად 7 მილიონ ევროს ითხოვს, „იუვე“ კი ამ თანხის დაკლებაზე მუშაობს.

როგორც ცნობილია, „ბაიერნი“ კოშტას გაშვებას 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები