გრიზმანი
Aa
Aa

გრიზმანი "ატლეტიკოს" ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა

სრულიად ესპანური პრესის ინფორმაციით, ანტუან გრიზმანმა და მადრიდის „ატლეტიკომ“ ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკეს.

ხელშეკრულების თანახმად, ფრანგი ფორვარდი „ათლეტთა“ რიგებში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

რაც შეეხება გამოსასყიდ თანხას, ის 100 მილიონი ევრო იქნება.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ „როხიბლანკო“ სატრანსფერო შეზღუდვის გამო ზაფხულში ფეხბურთელს ვერ დაიმატებდა, გრიზმანმა გუნდს ერთგულება აღუთქვა და წასვლა გამორიცხა.

ფრანგი ფორვარდი „ატლეტიკოში“ 2014 წლიდან თამაშობს და მისი მაისურით ჩატარებულ 111 შეხვედრაში 60 გოლი აქვს გატანილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები