Aa
Aa

"მანჩესტერი" ლინდელიოფს უახლოეს დღეებში გაიფორმებს

პორტუგალიურმა „ბენფიკამ“ ვიქტორ-ნილსონ ლინდელიოფის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაყიდვა ოფიციალურად დაადასტურა.

„წითელ ეშმაკებს“ 22 წლის შვედი მცველის შეძენა 35 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

როგორც „იუნაიტედის“ „ტვიტერის“ ოფიციალურმა გვერდმა დაწერა, ლინდელიოფი მანჩესტერში სანაკრებო მატჩების შემდეგ ჩავა და ტრანსფერის ბოლო, ფორმალური დეტალებიც ამის შემდეგ მოგვარდება.

ლინდელიოფი შვედეთის ნაკრების წამყვანი ცენტრალური მცველია. მისდამი ინტერესი კარგად ჩატარებული „ევრო 2016“-ის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები