ანდრე სილვა
Aa
Aa

ანდრე სილვა "მილანში" დღეს ჩაირიცხება!

ახალგაზრდა პორტუგალიელი შემტევი, ანდრე სილვა კარიერას „მილანში“ გააგრძელებს.

„როსონერიმ“ მის კლუბ „პორტუსთან“ ტრანსფერი 38 მილიონ ევროდ შეათანხმა და თავად ფეხბურთელთანაც 5 წლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა.

როგორც ირკვევა, ანდრე სილვა მილანში დღეს ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ახალ კლუბთან ხელშეკრულებასაც გააფორმებს.

იგი „როსონერის“ როგებში 10 ნომრით ითამაშებს.

21 წლის სილვა პორტუგალიური ფეხბურთის მომავლად ითვლება და უკვე ნაკრების სტაბილური წევრია. მან გასულ სეზონში „პორტუს“ მაისურით 44 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ მატეო მუსაჩიო, რიკარდო როდრიგესი და ფრანკ კესიეც დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები