ელენა ოსტაპენკო
Aa
Aa

ელენა ოსტაპენკო "როლან გაროსის" ჩემპიონია!

20 წლის ლატვიელი ჩოგბურთელი, ელენა ოსტაპენკო, საფრანგეთის ღია პირველობის 2017 წლის გამარჯვებული გახდა.

მან ფინალამდე სენსაციურად მიაღია და იქაც აუტსაიდერად იყო შერაცხული, თუმცა 3 სეტში სიმონა ჰალეპის დამარცხება შეძლო და ტიტულსაც დაეუფლა.

ჰალეპმა პირველი სეტი 6:4 მოიგო და მეორე პარტიაშიც 3:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც ოსტაპენკოს ჯერი დადგა და მან სეტში სრული უპირატესობა მოიპოვა.

ბალტიისპირელმა მეორე სეტი 6:4-ზე დახურა, ხოლო მესამე პარტიაში ასევე ბრეიკით, 1:3 მარცხდებოდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში კვლავ მოუმატა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია - 4:6 6:4 6:3.

ოსტაპენკო გახდა პირველი ლატვიელი, რომელმაც "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო. "როლან გაროსის" ისტორიაში კი, ის პირველი განუთესავი ჩემპიონია.

ჰალეპმა ამ ტურნირის ფინალში მეორედ წააგო - 2014 წელს მარია შარაპოვასთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები