Aa
Aa

"ბაიერნი" სანჩესს ასტრონომიულ ხელფასს სთავაზობს

Daily Mirror-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ მზადაა ალექსის სანჩესს ასტრონომიული ხელფასი შესთავაზოს და წელიწადში 22 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო მის ამჟამინდელ კლუბ „არსენალს“ ტრანსფერის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო ჩაურიცხოს.

ასეთ შემთხვევაში სანჩესი „რეკორდმაისტერის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ამ საკითხზე სანჩესის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მან რამდენჯერმე ნათლად მიანიშნა, რომ „არსენალის“ დატოვების წინააღმდეგი სულაც არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები