Aa
Aa

"როლან გაროსის" ქალთა ფინალში ჰალეპი და ოსტაპენკო შეხვდებიან

საფრანგეთის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშების ქალთა თანრიგის ფინალში ლატვიელი ელენა ოსტაპენკო და რუმინელი სიმონა ჰალეპი შეხვდებიან.

ორივე ჩოგბურთელმა 1/2 ფინალში 3 სეტიანი მატჩი ჩაატარა. ოსტაპენკომ ტიმეა ბაჩინსკის 7:6 3:6 6:3 მოუგო, ჰალეპმა კი - კაროლინა პლიშკოვას 6:4 3:6 6:3 აჯობა.

20 წლის ოსტაპენკო დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველად ითამაშებს, ხოლო ჰალეპისთვის ეს დიდი სლემის მეორე ფინალია - მან 2014 წლის "როლან გაროსზე" მარია შარაპოვასთან წააგო.

ფინალური შეხვედრა შაბათს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები