აშშ-ში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ ავთანდილ ხურციძეცაა
Aa
Aa

აშშ-ში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ ავთანდილ ხურციძეცაა

აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ცნობილი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

თუმცა როგორც სპორტსმენებთან დაახლოებული პირები აცხადებენ, მათ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ისინი უბრალოდ გაუგებრობაში მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს არც ხურციძის ოჯახის წევრები არ ადასტურებენ.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

ცხელი ამბები