მარეიმ ემილი მორესმოზე ისაუბრა
Aa
Aa

მარეიმ ემილი მორესმოზე ისაუბრა

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ენდი მარეიმ განაცხადა, რომ მწვრთნელად ფრანგი ამელი მორესმოს მიწვევის შემდეგ გადახედა თავის დამოკიდებულებას სპორტში მოღვაწე ქალების მიმართ და ახლა საკუთარ თავს ფემინისტად მიიჩნევს. ამის შესახებ ბრიტანელმა ჩოგბურთელმა BBC News-თან კომენტარში განაცხადა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ქალები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი სპორტში და მეტი შესაძლებლობები უნდა გააჩნდეთ. არ მიფიქრია იმაზე, რომ ნოვატორი გავმხდარიყავი და გავლენა მომეხდინა სპორტის დანარჩენ სახეობებზე. მე ვემხრობი ყველასთვის თანაბარ პირობებს და თუ ამას ფემინიზმი ჰქვია, შეგიძლიათ ფემინისტი დამიძახოთ. ამელისთან მუშაობამ მართლაც ამიხილა თვალები", - აღნიშნა მარეიმ.

ენდიმ განაცხადა, რომ გაკვირვებულია კრიტიკის რაოდენობით, რომელსაც მისი მწვრთნელი იღებს შეგირდის ყოველი დამარცხების შემდეგ. ბრიტანელი ჩოგბურთელის აზრით, მორესმოს მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება, დიდწილად, მისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით არის გამოწვეული.

ფრანგმა, რომელმაც 2009 წელს დაასრულა კარიერა, 1999 წელს პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ლესბოსელია. ამჟამად ამელი ენდისთან დროებით არ თანამშრომლობს, რადგან ფეხმძიმედაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები