ნოლიტოს
Aa
Aa

ნოლიტოს "სიტიდან" წასვლა უნდა

"მანჩესტერ სიტის" ესპანელი შემტევი, ნოლიტო, კლუბიდან წასვლის სურვილს ღიად გამოთქვამს და საამისოდ განმარტებებსაც აკეთებს.

"ინგლისურად საუბარი ძალიან მიჭირს და აქ ყოფნის მანძილზე მხოლოდ უმარტივესი გამოთქმები ვისწავლე. 

გარდა ამისა, ჩემი გოგონაც თავს ცუდად გრძნობს და სახის ფერიც კი ეცვალა. მისი შემხედვარე მგონია, რომ გამოქვაბულში ცხოვრობს.

როცა ჩემ მეუღლეს შოპინგი სურს, მიწევს ის ესპანეთში წავიყვანო. 

კლუბთან კონტრაქტი მაქვს და ყველაფერი მათი გადასაწყვეტია, თუმცა წასვლა მინდა. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, ცოტას ვთამაშობ, მე კი ისეთ გუნდში თამაში მსურს, რომელშიც პრაქტიკა მექნება და მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრის შანსიც მომეცემა". - ამბობს გულისტკივილით ნოლიტო.

30 წლის ვინგერი "სიტიში" გასულ ზაფხულს დიდი იმედებით გადავიდა, თუმცა პრემიერ ლიგას აშკარად ვერ მოერგო.

მას კარიერის განმავლობაში უცხოურ კლუბში მხოლოდ 2 სეზონით უთამაშია - 2011-2013 წლებში პორტუგალიურ "ბენფიკაში".

ფეხბურთელის თავისთან გადაყვანა "სევილიას" სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები