ჟარდიმმა
Aa
Aa

ჟარდიმმა "მონაკოსთან" გაახანგრძლივა

საფრანგეთის ჩემპიონმა "მონაკომ" თავის თავკაც ლეონარდო ჟარდიმს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.

ახალი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი სპეციალისტი "ლუი II"-ზე 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.

42 წლის მწვრთნელისთვის გასული სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა. მან "მონეგასკებს" შიდა ჩემპიონატი მოაგებინა და "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალში გაიყვანა, თავად ლიგა 1-ის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

ჟარდიმი "მონაკოში" 2014 წელს მივიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები