ოფიციალურად: ედერსონ მორაეში
Aa
Aa

ოფიციალურად: ედერსონ მორაეში "სიტის" ფეხბურთელია!

"მანჩესტერ სიტიმ" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ პორტუგალიური "ბენფიკადან" ედერსონ მორაეში შეიძინა. ეს ინფორმაცია დღეს "ქალაქელთა" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

მორაეში ამ გარიგებით მსოფლიოს ძვირადღირებულ მეკარეებში მეორე ადგილზე აღზევდა. რეკორდი ჯიჯი ბუფონს ეკუთვნის, რომლის სანაცვლოდაც 2001 წელს 52 მილიონი ევროა გადახდილი.

23 წლის ნიჭიერი მეკარე გასულ სეზონში "ბენფიკას" მთავარი კიპერი გახლდათ. მან ძირითადი შემადგენლობიდან ვეტერანი ჟულიო სეზარი ამოაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები