Marca: დე ხეა
Aa
Aa

Marca: დე ხეა "რეალში" არც ამ ზაფხულს გადავა!

დავიდ დე ხეა მადრიდის „რეალში“ არც ამ ზაფხულს გადავა. ამ ცნობას Marca ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს დადასტურებული ინფორმაციაა.

როგორც წყარო წერს, ზინედინ ზიდანმა კეილორ ნავასს ნდობა გამოუცხადა და მომავალ სეზონშიც პირველი მეკარის სტატუსი კოსტა რიკელს ექნება.

„რეალში“ რჩება კიკო კასილია, რომელიც ნავასის დუბლიორი იქნება, ხოლო მესამე მეკარის როლს 24 წლის რუბენ იანესი მოირგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები