Aa
Aa

"გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდი" ისევ მშრალზე დატოვა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მე-3 შეხვედრაშიც "გოლდენ სტეიტ ვორიორზმა" გაიმარჯვა და სერიაში 3:0 დაწინაურდა.

ოკლენდელებმა "კლივლენდს" ამჯერად მისსავე მოედანზე აჯობეს და 118:113 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე "კლივლენდი" 6 ქულით, 113:107 იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში ქულა ვეღარ ჩააგდო.

მასპინძელთა შორის ლებრონ ჯეიმსი და კაირი ირვინგი გამოირჩნენ. "მეფემ" 39 ქულა, 11 მოხსნა და 9 ასისტი ჩაიწერა, ხოლო კაირის მონაგარი 38 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი იყო.

"მეომართა" მხარეს ყველაზე მეტი, 31 ქულა, კევინ დურანტმა ჩააგდო. კლეი ტომპსონმა 30 ქულა მიითვალა, ხოლო სტეფ კარიმ - 26.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 13:28 წუთი გაატარა, მაგრამ თამაში უქულოდ დაასრულა. მან აქტივში თითო მოხსნა და ასისტი ჩაიწერა.

სერიის მომდევნო შეხვედრა ისევ კლივლენდში, 10 ივნისს, ჩვენი დროით გამთენიისას, 5 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები