Aa
Aa

"ინტერი" პერიშიჩს აღარ გაყიდის?

"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნემ, ივან პერიშიჩმა, შესაძლოა კლუბის შეცვლაზე უარი განაცხადოს.

მილანის "ინტერის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი, პერიშიჩის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია და ეს ხელმძღვანელობას უკვე მოახსენა.

სამაგიეროდ, იტალიური კლუბი ანდრეა რანოკიას, ჯეისონ მურილიოს, მარსელო ბროჟოვიჩისა და ევერ ბანეგას გასხვისებას გეგმავს.

28 წლის პერიშიჩი გასულ სეზონში "ინტერის" ერთ-ერთი ლიდერი იყო და სერია A-ში 11 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები