მოქმედმა ჩემპიონმა
Aa
Aa

მოქმედმა ჩემპიონმა "როლან გაროსი" ტირილით დატოვა

საფრანგეთის ღია პირველობის გასული წლის გამარჯვებული, გარბინ მუგურუსა, ამ ტურნირის წლევანდელ გათამაშებას 1/8 ფინალში გამოეთიშა.

მუგურუსა მასპინძელ კრისტინა მლადენოვიჩს ხვდებოდა და 3 სეტში დამარხდა - 1:6 6:3 3:6.

როგორც ირკვევა, თამაშის მიმდინარეობისას მუგურუსას მისამართით გულშემატკივრები შეურაცჰმყოფელ გამოთქმებს იყენებდნენ და მისი სათამაშო რიტმიდან ამოგდებას ცდილობდნენ.

"ვენესუელელო კახპა! დაბრუნდი იქ, საიდანაც მოხვედი".

მატჩის დამთავრებისთანავე, მუგურუსამ ერთ-ერთი კითხვის შემდეგ ცრემლები ვეღარ შეიკავა და პრესკონფერენცია ტირილით დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები