ზინედინ ზიდანს „რეალის“ მწვრთნელის პოსტი სიცოცხლის ბოლომდე შესთავაზეს
Aa
Aa

ზინედინ ზიდანს „რეალის“ მწვრთნელის პოსტი სიცოცხლის ბოლომდე შესთავაზეს

საფეხბურთო კლუბ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის „იუვენტუსის“ დამარცხების შემდეგ „რეალის“ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

AS-ის ცნობით, მან ზინადს ეს პოსტი სამუდამოდ შესთავაზა. „ზიდანს შეუძლია „რეალში“ სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს. ჩვენი გულშემატკივრები მას მადლობას უხდიან. ის გუნდში 17 თვეა მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია“. - განაცხადა პერესმა.

„რეალის“ პრეზიდენტმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი სავარაუდოდ მეხუთედ მოიგებს „ოქროს ბურთს.“ „არა მგონია, რომ ამ ჯილდოს ვინმე უფრო იმსახურებდეს, ვიდრე რონალდუ“. - დასძინა პერესმა.

მადრიდის რეალმა ტურინის იუვენტუსი "ჩემპიონთა ლიგის" 2016/2017-ის სეზონის ფინალში დაამარცხა და ის პირველი გუნდია, რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებული.

ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალს“ 2016 წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით „რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ზედიზედ "ჩემპიონთა ლიგა" და  უეფას სუპერთასი მოიგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები