Aa
Aa

"გოლდენ სტეიტი" ბეჭდებისკენ სოლიდურად მიიწევს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეორე მატჩიც "გოლდენ სტეიტ ვორიორზის" დამაჯერებელი გამარჯვებით აღინიშნა.

ოკლენდელებმა საკუთარ პარკეტზე "კლივლენდი" 21 ქულის სხვაობით 132:113 დაამარცხეს. 

ბრწყინვალედ ითამაშეს კევინ დურანტმა და სტეფ კარიმ. პირველმა მათგანმა 33 ქულა, 15 მოხსნა და 6 ასისტი ჩაიწერა, ხოლო კარიმ საერთოდ სამმაგი დუბლი გაახერხა - 32 ქულა, 10 მოხსნა და 11 ასისტი.

ასევე სამმაგი დუბლი შეასრულა ლებრონ ჯეიმსმაც (29 ქულა, 11 მოხსნა და 14 ასისტი), თუმცა მისი კარგი თამაში სტუმრებს ბევრ არაფერში წაადგათ.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 12:43 წუთი გაატარა - 2 ქულა და 2 მოხსნა.

"გოლდენ სტეიტი" სერიაში 2:0 დაწინაურდა. შემდეგი შეხვედრა კლივლენდში 8 ივნისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები