ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "ამით არაფერი დამთავრებულა"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"პირველ რიგში, მინდა ჩემ ბიჭებს მადლობა გადავუხადო. მათ ძალიან კარგი სეზონი ჩაატარეს.

პირველ ტაიმში მშვენივრად ვთამაშობდით, თუმცა მეორე ნახევარში "რეალმა" აქსელერატორი ჩართო, რაც ვერაფრით გავაჩერეთ. 

პიანიჩს კაზემიროსთვის დარტყმის საშუალება არ უნდა მიეცა, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა.

ვფიქრობ, ამით "იუვენტუსს" არაფერი დაუმთავრებია. ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და წარმატებაზე მომავალ სეზონში ვიფიქროთ". - თქვა ალეგრიმ.

მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსთან" ერთად "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში მეორედ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები