რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია"

კრიშტიანუ რონალდუ ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან თამაშის შემდეგ "უეფას" საიტს მცირე კომენტარი მისცა.

"ფანტასტიური სეზონი გამოვიდა - ჩვენ შიდა ჩემპიონატი და "ჩემპიონთა ლიგა" მოვიგეთ. 

ძალიან რთული შეხვედრა იყო. "იუვე" პირველ ტაიმში შესანიშნავად თამაშობდა და ბევრ პრობლემას გვიქმნიდა. თუმცა, ვფიქრობ, მეორე ტაიმში ჩვენ ყველაფერს პასუხი გავეცით.

ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია. მოხარული ვარ, რომ ამ წინადადების თქმა, ყოველი სეზონის შემდეგ შემიძლია". - ამბობს რონალდუ, რომელიც გუშინდელი მატჩის შემდეგ "ოქროს ბურთს" ნახევარ ნაბიჯში მიუახლოვდა.

პორტუგალიელი 12 გატანილი გოლით "ჩემპიონთა ლიგის" დასრულებული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ეს წოდება ზედიზედ მეხუთედ დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები