ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "ეს ბრწყინვალე დღეა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, "ჩემპიონთა ლიგის" ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ეს ბრწყინვალე დღეა. "ჩემპიონთა ლიგის" ტიტული ჩვენამდე არავის დაუცავს. მთელი მადრიდი ზეიმობს და ეს ისტორიული მომენტია.

ახლა სწორედ მიღწეულით დატკბობის დროა. საოცარი შეგრძნებაა, რომლითაც ბოლომდე ვისიამოვნებთ და შემდეგ ყოველდღიურ შრომას გავაგრძელებთ. 

ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო ამ გუნდისა და ამ ფანტასტიური ფეხბურთელების მწვრთნელი. 

სიმართლე გითხრათ, ახლა ცეკვის ხასიათზე ვარ. ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემი ცხოვრების გუნდია". - თქვა ზიდანმა.

ფრანგი სპეციალისტი ისტორიაში ჩაეწერა. მან "ჩემპიონთა ლიგა" (1993 წლიდან) ერთ გუნდს ზედიზედ ორჯერ მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები