ისტორია დაწერილია! -
Aa
Aa

ისტორია დაწერილია! - "რეალმა" "ჩემპიონთა ლიგა" ზედიზედ მეორედ მოიგო!

მადრიდის "რეალმა" "ჩემპიონთა ლიგის" 2016-17 წლების გათამაშება ტრიუმფით დაასრულა, რითაც გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ზედიზედ ორჯერ მოიგო, გუნდის ისტორიაში კი მეთორმეტედ.

კარდიფში გამართულ ფინალურ შეხვედრაში "სამეფო კლუბმა" ტურინის "იუვენტუსი" 1:4 დაამარცხა.

ანგარიში შეხვედრის მე-19 წუთზე კრიშტიანო რონალდომ გახსნა. მარიონ მანჯუკიჩმა კი 26-ე წუთზე ეფექტური დარტყმით შეძლო გათანაბრება.

მეორე ნახევრის 61-ე წუთზე მადრიდელთა ნახევარმცველმა, კაზემირომ, შორი მანძილიდან უძლიერესად დაარტყა, ბურთი რიკოშეტის შემდეგ იუვენტუსის კარში აღმოჩნდა.

ამ ეპიზოდიდან მალევე რონალდომ დასწრებაზე კარგად ითამაშა და დუბლი შეასრულა.

პორტუგალიელს "ჩემპიონთა ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში 12 გატანილი გოლი დაუგროვდა და ტურნირის ბომბარდირი გახდა. მატჩის 90-ე წუთზე ასენსიომ საბოლოო ანგარიში, 1:4 დააფიქსირა. 

გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში 1998 წელსაც დაუპირისპირდნენ და მაშინ სამეფო კლუბმა იუვენტუსი 1:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ზინედიზ ზიდანის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაც მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები