ალეგრის პრესკონფერენცია
Aa
Aa

ალეგრის პრესკონფერენცია

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, "ჩემპიონთა ლიგის" მოახლოებული ფინალური მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

"შემადგენლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. თამაში შეიძლება 90 ან 120 წუთი გაგრძელდეს, ამიტომ შესაბამისი სტრატეგია უნდა ავარჩიო - საჭიროა როგორც მოქნილი თერთმეტეული, ასევე კარგი შემცვლელებიც. 

მთელი წელი ბევრი ვიშრომეთ. წინ ერთი თამაშია, რომელსაც მენტალურად დამშვიდებული და ამასთანავე სრულად კონცენტრირებული უნდა შევხვდეთ. რწმენა აუცილებელია და ჩვენ ვიცით, რომ ტიტულის მოგება შეგვიძლია.

სტატისტიკა არაფერს ნიშნავს. ეს მატჩი ტექნიკურად და ტაქტიკურად იდეალურად უნდა ჩავატაროთ, რათა მეტოქეზე უკეთესები აღმოვჩნდეთ. 

სიმართლე გითხრათ, "ტრებლზე" ნაკლებად ვფიქრობ. წელს იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოვიგეთ, შესაბამისად, ეს სეზონი უკვე ფანტასტიურია. ხვალ კი უბრალოდ უნდა ვცადოთ, რომ წელი კიდევ უფრო წარმატებული, ვიტყოდი, დაუვიწყარი გავხადოთ.

ხშირად მესმის, რომ "იუვენტუსს" 6 ფინალი აქვს წაგებული, მაგრამ ეს მხოლოდ ისტორიაა. ნაკლებად მნიშვნელოვანია რა მოხდა 15, 20 ან 50 წლის წინ.

2015 წლის ფინალში იმდენად თავდაჯერებული არ ვიყავით. მას შემდეგ გუნდი აშკარად გაიზარდა, დიდი გამოცდილება დააგროვა. ასე რომ, ახლა სულ სხვა სიტუაციაა". - თქვა ალეგრიმ.

იტალიელმა სპეციალისტმა "იუვეტუსი" ამ ტურნირის ფინალში მეორედ გაიყვანა. 2015 წელს ტურინელები "ბარსელონასთან" 1:3 დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები