ედგარ დავიდსი ფინალში
Aa
Aa

ედგარ დავიდსი ფინალში "იუვენტუსს" გულშემატკივრობს

ვეტერანი ჰოლანიდელი ნახევარმცველი, ედგარ დავიდსი, "უეფას" ოფიციალურ საიტს "ჩემპიონთა ლიგის" ფინალურ მატჩზე ესაუბრა.

"ფინალი ყოველთვის რთულია. ფავორიტად ვერცერთს მივიჩნევ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და პროგნოზების გაკეთებას აზრი არ აქვს.

"რეალი" დაუმარცხებელი არაა, თუმცა მათ 2-3 ისეთი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაც თამაშის მიმდინარეობის შეცვლა ნებისმიერ წამს შეუძლიათ. 

"იუვენტუსის" პრობლემას სახელი აქვს და მას კრიშტიანუ ჰქვია. დიბალა და იგუაინი უძლიერესები არიან, მაგრამ რონალდუს დონეზე ჯერ არცერთია". - თქვა დავიდსმა და იქვე დაამატა, რომ ფინალში თავის ყოფილ გუნდს გულშემატკივრობს.

ედგარ დავიდსი "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 1997-2004 წლებში იცავდა და მისი მაისურით მოედანზე 200-ზე მეტჯერ გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები