ვან გაალი: დე ხეა საკმაოდ რთული არჩევანის წინაშეა
Aa
Aa

ვან გაალი: დე ხეა საკმაოდ რთული არჩევანის წინაშეა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა დავიდ დე ხეას გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანელი მეკარეს, მადრიდის „რეალსა“ და მის ამჟამინდელ კლუბს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან გაუჭირდება.

„დე ხეას „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება ძალიან გაუჭირდება. ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გრანდის შემადგენლობაში ირიცხება და სურს, რომ ჩვენთან ერთად რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოიპოვოს. მესმის, რომ საკმაოდ რთულია არჩევანის გაკეთება, როდესაც შენით მადრიდის „რეალია“ დაინტერესებული, თუმცა მან გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღოს. არ ვიცი თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივისცემით მოვეკიდებით“ - განაცხადა ვან გაალმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები