"რეალი" მე-500 გოლს ფინალში გაიტანს?
მადრიდის "რეალს" "ჩემპიონთა თასის/ლიგის" ისტორიაში (1955 წლიდან) 499 გოლი აქვს გატანილი.
"სამეფო კლუბს" აქვს შანსი, თავისთვის საიუბილეო, მე-500 გოლი 2017 წლის ფინალურ შეხვედრაში გაიტანოს.
შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" და "რეალი", ხვალ, კარდიფში ითამაშებენ. თამაში 22:45 საათზე დაიწყება.