ფაჩულიამ NBA-ს ფინალის პირველ შეხვედრაში 8 ქულა ჩააგდო
Aa
Aa

ფაჩულიამ NBA-ს ფინალის პირველ შეხვედრაში 8 ქულა ჩააგდო

NBA-ს 2017 წლის ფინალური სერია საქართველოსთვის ისტორიულია - მასში ჩვენი თანამემამულე პირველად იღებს მონაწილეობას.

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სერია დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა და "კლივლენდს" ოთხივე მეოთხედი მოუგო, საბოლოოდ - 113:91.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 14:26 წუთი გაატარა და საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ჰქონდა - 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა. ზაზას ბურთი არ დაუკარგავს.

სერიის მეორე შეხვედრა ისევ ოკლენდში, 5 ივნისს გამთენიისას ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები