კრიშტიანუ რონალდუ: „მანჩესტერ იუნაიტედი და პრემიერ ლიგა დღემდე მენატრება“
Aa
Aa

კრიშტიანუ რონალდუ: „მანჩესტერ იუნაიტედი და პრემიერ ლიგა დღემდე მენატრება“

მადრიდის „რეალის“ ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს თქმით მას ფანებისგან დღემდე ენატრება ის დაფასება, რაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ და ინგლისის პრემიერ ლიგაში ჰქონდა. ამის შესახებ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის მიუხედავად, სამეფო კლუბის ფანებმა ის მოედნიდან სტვენით გააცილეს.

ოქროს ბურთის ოთხგზის მფლობელის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ესპანეთში ბედნიერია, მას დღემდე ენატრება ის მხარდამჭერი ფანები, რომლებიც ინგლისში იყვნენ.

 

გასულ სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ 241 ჩატარებულ შეხვედრაში სულ 285 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები