სერხიო რამოსი:
Aa
Aa

სერხიო რამოსი: "პიკეს ფინალის ბილეთები გავუგზავნე, თუმცა არ მიპასუხა"

სერხიო რამოსი და ხერარდ პიკე წლებია ესპანეთის ნაკრების დაცვის ცენტრში პარტნირები არიან, თუმცა მათ შორის რომ იდეალური დამოკიდებულება არაა, ყველასათვის ცნობილია.

რამოსმა გუშინ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მან პიკეს "ჩემპიონთა ლიგის" ბილეთები შესთავაზა, თუმცა მან წერილი უპასუხოდ დატოვა.

"პიკეს ფინალის მოსაწვევები გავუგზავნე და თამაშზე დასწრება შევთავაზე, თუმცა მან არ მიპასუხა.

კარდიფში ჩემი ახლობლები და მეგობრები იქნებიან. დაახლოებით 20 ადამიანი უშუალოდ სტადიონიდან მიქომაგებს". - ამბობს რამოსი.

"ჩემპიონთა ლიგის" ფინალური შეხვედრა, შაბათს, 3 ივნისს, 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები