ნავრატილოვამ მარგარეტ კორტს, რასისტი და ჰომოფობი უწოდა
Aa
Aa

ნავრატილოვამ მარგარეტ კორტს, რასისტი და ჰომოფობი უწოდა

საჩოგბურთო სამყაროში ახალი სკანდალი მწიფდება. "დიდი სლემის" 18 გზის გამარჯვებული, მარტინა ნავრატილოვა, ამ სპორტის კიდევ ერთ ლეგენდას, მარგარეტ კორტს, რასისტსა და ჰომოფობს უწოდებს.

ცოტა ხნის წინ 74 წლის კორტმა ერთ-ერთი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩოგბურთელი სავსეა ლესბოსელებით, რამაც გასაგები მიზეზების გამო, ნავრატილოვას გაღიზიანება გამოიწვია.

"ნამდვილად არ ვიცი, ვინ არის კორტი - ჩოგბურთის შესანიშნავი მოთამაშე თუ რასისტი და ჰომოფობი.

რაც მან თქვა, მხოლოდ სიტყვები არაა, რადგან აქტიურად ცდილობს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების შევიწროებას.

ისეთი მასშტაბის ფიგურები, როგორიც კორტია, ასეთი ენით არ უნდა საუბრობდნენ და უფრო მეტი მოეთხოვებათ". 

ჩეხმა სურვილი გამოთქვა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის ერთ-ერთ მთავარ არენა "მარგარეტ კორტ არენას" სახელი გადაერქვას და კიდევ ერთი ლეგენდის, ევონ გულაგონის სახელი ეწოდოს.

"ვფიქრობ, "ევონ გულაგონ არენა" მშვენიერი სახელწოდება იქნებოდა, რადგანაც ის არის ადამიანი, რომელიც ყველასგან პატივისცემას იმსახურებს". - აცხადებს ნავრატილოვა.

მარგარეტ კორტი ქალთა ჩოგბურთის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა. მის ანგარიშზე 1960-1973 წლებში 24 "დიდი სლემის" ტურნირია. მათგან 11-ჯერ მან მშობლიურ ავსტრალიის ღია პირველობაზე იმარჯვა.

რაც შეეხება გულაგონს, მის ანგარიშზე 7 "დიდი სლემის" ტიტულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები