ფრანგს ჩოგბურთელს ჟურნალისტის კოცნისთვის დასჯიან
Aa
Aa

ფრანგს ჩოგბურთელს ჟურნალისტის კოცნისთვის დასჯიან

საინტერესო ფაქტი მოხდა "როლან გაროსის" 2017 წლის გათამაშებისას. 

ფრანგი ჩოგბურთელი, მაქსიმ ჰამუ, ტურნირის პირველსავე წრეში პაბლო კუევასთან უშანსოდ დამარცხდა, თუმცა თავის გამოჩენა და ყურადღების ცენტრში მოხვედრა მაინც მოახერხა.

ჰამუმ ტელეარხ "ევროსპორტის" რეპორტიორ მალი ტომასს ინტერვიუ მისცა, რომლის დასრულების შემდეგაც მისთვის კისრის არეში კოცნა სცადა.

ამისთვის ჩოგბურთელს "როლან გაროსის" ორგანიზატორები დასჯიან. 

21 წლის ჰამუ ნაკლებად ცნობილი ჩოგბურთელია. იგი ამჟამად მსოფლიოს 287-ე ჩოგანია.

ახალგაზრდა მოთამაშემ ინციდენტის გამო საკუთარ "ინსტაგრამზე" უკვე მოიბოდიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები