რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "უნდა ვაჩვენოთ, რომ მათზე უკეთესი გუნდი ვართ"

მადრიდის "რეალის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ, "ჩემპიონთა ლიგის" მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა.

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, როგორც ფიზიკურად, ისე - მენტალურად. წელს შედარებით ნაკლებს ვთამაშობ, თუმცა თუ გადახედავთ, თანაგუნდელებს შორის მაინც ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს ჩატარებული. 

პატივს ვცემ ზიდანის შეხედულებებს, გადაწყვეტილებას ის იღებს და გუნდიც მას ემორჩილება.

როცა ასეთ თამაშებზე ბევრს ფიქრობ, არარეალურ სამყაროში გადადიხარ. უბრალოდ უნდა მოდუნდე და მატჩს დაელოდო. 

ფინალში მხოლოდ მოგება და გოლის გატანა მსურს. ეს ის მომენტია, რომელიც უნდა გამოიყენო და შემდეგ მიღწეულით დატკბე.

ჩვენ უნდა ვცადოთ და ისტორია დავწეროთ, რაც "ჩემპიონთა ლიგის" ზედიზედ მოგებას გულისხმობს"

საკუთარი ხასიათი და ძლიერი მხარეები უნდა ვაჩვენოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ მათზე უკეთესი გუნდი ვართ. დამტკიცება საჭიროა, რადგან მათაც უძლიერესი გუნდი ჰყავთ". - ამბობს რონალდუ.

"იუვენტუსი" და "რეალი", 3 ივნისს, კარდიფში, 22:45 საათზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები