ბეილი
Aa
Aa

ბეილი "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში ითამაშებს

მადრიდის "რეალის" უელსელი შემტევი, გარეტ ბეილი, მოედანზე 23 აპრილის შემდეგ აღარ გასულა.

მან ტრავმა მოიშუშა და ბოლო დღეებში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. ასევე, ალბათ წაიკითხეთ, "რეალის" ერთ-ერთი მწვრთნელის კომენტარი, რომელიც აღნიშნავდა, რომ ბეილი დღეში 8 საათს სატრენაჟორო დარბაზებსა და ბაზაზე ატარებდა, რათა "ჩემპიონთა ლიგის" ფინალისთვის მზად ყოფილიყო.

უელსელ ვარსკვლავს შრომისმოყვარეობა და თავდადება დაუფასდა. როგორც გუშინ ზინედინ ზიდანმა თქვა, ბეილი "იუვენტუსის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს და ფრანგი სპეციალისტი ტაქტიკასაც შესაბამისად ააწყობს.

ასე რომ, 27 წლის ბეილი საკუთარ სამშობლოში გასამართ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალს, რომელიც 3 ივნისსაა, არ გამოაკლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები